English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ნანა სრესელი მერაბ ჯიქია რუსუდან სრესელი
ფულადი ნაკადების ანგარიშგების ანალიზის ძირითადი ასპექტები

რეზიუმე

ორგანიზაციას ფინანსური სირთულეები ექმნება,თუ ფულადი საშუალებების წილი  მიმდინარე აქტივებშიშემცირებულია მაშინ, როცა მიმდინარე ვალდებულებები არის გაზრდილი.

აღნიშნული პრობლემის გადაჭრას უზრუნველყოფს ფულადი საშუალებების ანალიზი, რომლითაც ხორციელდება ფულადი სახსრების საკმარისობის დონის განსაზღვრა; საწარმოს მიერ ფულადი საშუალებების გამომუშავების უნარის და ფულადი ნაკადების შემოდინებისა და გადინების სინქრონულობის შეფასება. არსებული და პოტენციური ინვესტორებისათვის, რომლებიც თანხებს აბანდებენ ფირმის აქტივებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენეჯმენტის შესაძლებლობები, უზრუნველყოს მათი გამოყენებიდან დადებითი ფულადი ნაკადების გენერირება. გამომდინარე აქედან, ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების დროს ინვესტორის ინტერესი მიმართულია არა მთლიანი ან წმინდა, არამედ თავისუფალი ფულადი ნაკადებისკენ, რომელიც მისთვისაა ხელმისაწვდომი. ფულადი საშუალებების მინიმალურად აუცილებელი მარაგის არარსებობა საწარმოს ხარჯების დაფარვის რისკის წინაშე აყენებს. ფულადი სახსრების ზედმეტობა კი მიანიშნებს მათი  სარგებლით განთავსების ხელიდან გაშვებულ შესაძლებელობაზე. ნაშრომში გაანალიზებულია წმინდა ფულადი ნაკადების სტრუქტურა მთლიანად და  საქმიანობის სახეების მიხედვით,  განხილულია ფულადი საშუალებების მოძრაობის შესახებ ანგარიშგების ანალიზური მნიშვნელობა საწარმოს გადახდისუნარიანობისა და ლიკვიდობის შეფასებაში; ჩამოყალიბებულია ფულადი საშუალებების ანალიზის მნიშვნელობა ფულადი სახსრების მართვის პროცესში.

საკვანძოსიტყვები:წმინდა ფულადი ნაკადები, თავისუფალი ფულადი ნაკადები, გადახდისუნარიანობა, ლიკვიდობის კოეფიციენტი, ფულადი საშუალებების ბრუნვის კოეფიციენტი, ფულადი საშუალებების დამაგრების კოეფიციენტი, წმინდა ინვესტიციების დაფარვის კოეფიციენტი.

შესავალი

ფულადი ნაკადების ანგარიშგება შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მოცემული არ არის სრული შემოსავლებისა და ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში. საწარმოთა ფინანსური კეთილდღეობის ერთ-ერთ ძირითად პირობას ფულადი საშუალებების იმ ოდენობით შემოდინება წარმოადგენს, რომელიც საკმარისია დაგეგმილი ხარჯების დასაფარავად. ფულადი საშუალებების მინიმალურად აუცილებელი მარაგის არარსებობამ შეიძლებასერიოზული ფინანსური სიძნელეები გამოიწვიოს.ფულადი საშუალებების ზედმეტობა კი მეტყველებს, რომ, რეალურად, საწარმო განიცდის ზარალს, რაც დაკავშირებულია, პირველ რიგში, ინფლაციასა და ფულის გაუფასურებასთან და მეორე – მათი სარგებლიანი განთავსებით შემოსავლების მიღების ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებთან.ამასთან, ფულადი ნაკადებით მანიპულირება ადვილი არ არის, როგორც ეს შეიძლება მოხდეს ფინანსური ანგარიშგების სხვა კომპონენტებთან მიმართებაში. ასევე, ფულად ნაკადებზე გავლენას არ ახდენს სააღრიცხვო პოლიტიკა ან  პროფესიული განსჯა. ყოველივე აღნიშნული ამაღლებს ფულადი რესურსების მდგომარეობის ანალიზის მნიშვნელობას საწარმოში.

ფულადი ნაკადების ანალიზის შედეგები შეიცავს ღირებულ მმართველობით ინფორმაციას, რაშიც დაინტერესებულიარიან როგორც საწარმოს ხელმძღვანელები, ასევე მისი აქციონერები (ინვესტორები). მისი დახმარებით ხელმძღვანელობას შეუძლია აკონტროლოს საწარმოს მიმდინარე გადახდისუნარიანობა, მიიღოს ოპერატიული გადაწყვეტილება მისი სტაბილიზაციისთვის, შეაფასოს დამატებითი ინვესტიციების შესაძლებლობა. საწარმოს კრედიტორებს შეუძლიათ შეადგინონ დასკვნა მევალესაწარმოს საშუალებების საკმარისობისა და მისი უნარის შესახებ – გამოიმუშაოს ფულადი საშუალებები დავალიანებების დასაფარავად. აქციონერებს (ინვესტორებს), რომლებიც ფლობენ ინფორმაციას საწარმოში ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ, შესაძლებლობა ეძლევათ, უფრო დასაბუთებულად შეიმუშაონ მოგების განაწილებისა და გამოყენების პოლიტიკა.

შრომის პრაქტიკულნაწილში გამოყენებულია ქ. თბილისის  მომსახურების სფეროში ფუნქციონირებადი   ორგანიზაციის  ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია. 

***

ფულადი საშუალებების საკმარისობის ანალიზის ჩატარებისსხვადასხვა ხერხი არსებობს. კერძოდ, ფინანსური სიძნელეების  წარმოქმნის თავისებურ ბარომეტრს წარმოადგენს საწარმოს მიმდინარე აქტივების შემადგენლობაში ფულადი საშუალებების ხვედრითი წონის შემცირება მიმდინარე ვალდებულებების მოცულობის ზრდის პირობებში. ამიტომ, ყველაზე უფრო სასწრაფო ვალდებულებებთან (რომელთა ვადა იწურება მიმდინარე თვეში) ფულადი საშუალებების თანაფარდობის ყოველთვიურმა ანალიზმა შეიძლება მკაფიო წარმოდგენა შეგვიქმნას ფულადი საშუალებების საკმარისობის შესახებ.

ფულადი საშუალებების საკმარისობის შეფასების მეორე ხერხია მისი ბრუნვის ხანგრძლივობის განსაზღვრა.ფულადი საშუალებების ბრუნვის ხანგრძლივობა (TFC) გამოითვლებაფორმულით[ИоноваА. Ф., СелезнёваН. Н., 2008]:

TFC =                          (1)

სადაც,      FC_არის  ფულადი საშუალებების საშუალო ნაშთი;

D– საანალიზოპერიოდისხანგრძლივობა;

G–  გადასახდელებისსიდიდესაანალიზოპერიოდში.

საწარმოში ფულადი საშუალებების რეალური მოძრაობის გამ ოსავლენად, შევაფასოთ მათი მიღებისა და ხარჯვის სინქრონულობა, მიღებული ფინანსური შედეგის სიდიდე დავუკავშიროთ ფულადი ნაკადების მდგომარეობას, საჭიროა გამოვყოთ და გავაანალიზოთ ფულის მიღების (შემოდინების) და გასვლის (გადინების) ყველა მიმართულება[СавицкаяГ.В., 2014].

გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნებისათვის აუცილებელია ვიცოდეთ საწარმო რა გზით, რა წყაროებიდან იღებს ფულად საშუალებებს და როგორია მისი ხარჯვის ძირითადი  მიმართულებები. ასეთი ანალიზის მთავარი მიზანია საწარმოს ფულადი საშუალებების გამომუშავების უნარიანობის შეფასება იმ ვადებში და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია დაგეგმილი ხარჯების გასაწევად.

ფულადი ნაკადების მართვის ყველაზე გავრცელებულ ხერხს წარმოადგენს საგადასახდელო კალენდრის ფორმირება, რომლის გამოყენების მიზანია შემოსულობებისა და გადასახდელების გრაფიკის ისეთნაირად შედგენა, რომ თავიდან იქნეს აცილებული საკასო გარღვევები და იმავდროულად შემცირდეს ზედმეტი ფულადი საშუალებების წარმოქმნა ანგარიშებზე.

საგადასახდელო კალენდარს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული სტრუქტურა, მაგრამ მასში ასახული უნდა იყოს ყველა მოსალოდნელი თანხა, რაც ეხება შემოსულობებსა და გადასახდელებს, ასევე ფულადი საშუალებების დაგეგმილ ნაშთებს განსაზღვრული დროითი პერიოდების მიხედვით.

ფულადი საშუალებების მოძრაობაზე სრული ანგარიშგების შედგენისას გამოყოფენ სამ ძირითად სეგმენტს: ფულადი საშუალებების მოძრაობას საოპერაციო (მიმდინარე), საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობიდან.

ფულადი საშუალებების შემოდინება მიმდინარე საქმიანობის ფარგლებში, პირველ რიგში, დაკავშირებულია ამონაგების მიღებასთან პროდუქციის, შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების გაყიდვიდან, ასევე მყიდველებისა და დამკვეთებისაგან ავანსების მიღებასთან; გადინება კი დაკავშირებულია მომწოდებლებისა და სხვა კონტრაგენტების ანგარიშების ანაზღაურებასთან, მუშაკების ხელფასის ანაზღაურებასთან, ბიუჯეტსა და არასაბიუჯეტო ფონდებთან ანგარიშსწორებასთან.საწარმოს მიმდინარე საქმიანობასთან ასევე დაკავშირებულია პროცენტი ბანკის კრედიტით სარგებლობისათვის.

ერთ-ერთ პირობას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ფულადი საშუალებების ესა თუ ის ოპერაცია მიეკუთვნოს საოპერაციო (მიმდინარე) საქმიანობას, წარმოადგენს მისი მიკუთვნების შეუძლებლობა საინვესტიციო ან საფინანსო სფეროსათვის.

ფულადი საშუალებების მოძრაობა საინვესტიციო ჭრილით გამოწვეულია გრძელვადიანი სარგებლობის ქონების შეძენითა (შექმნით) და რეალიზაციით. პირველ რიგში, ეს ეხება ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივებისა და გრძელვადიანი ფინანსური დაბანდებების მიღებასა და გასვლას.

ფინანსურ საქმიანობაში იგულისხმება ფულადი საშუალებების მოძრაობა, რაც დაკავშირებულია ცვლილებებთან საწარმოს საკუთარი და ნასესხები კაპიტალის შემადგენლობასა და სიდიდეში. მოცემული განაყოფის საკუთარ კაპიტალში ასახული ცვლილებები წარმოადგენს აქციების ემისიის ან სხვა ფულადი საშუალებებით საწესდებო კაპიტალის ზრდის შედეგს. ასევე, მასში აისახება მიღებული საემისიო შემოსავალი.

წმინდა (ნეტო) ფულადისაშუალებები – ეს არის ფულადი საშუალებების ცვლილების შედეგი (განისაზღვრება როგორც სხვაობა შემოსულობებსა და გადასახდელებს შორის, როგორც საქმიანობათა სახეობების, ასევე მთლიანად პერიოდის მიხედვით).

ფულადი ნაკადების ანალიზისას აუცილებელია ისეთ მონაცემებს დავეყრდნოთ, რომლებიც გასუფთავებულია ფულადი საშუალებების ანგარიშებისშიგა ბრუნვებისგან (მაგალითად, ანგარიშსწორების ანგარიშის, სალაროს, სავალუტო ანგარიშებსა და სხვა ანგარიშებს შორის). ეს სრულად ეთანხმება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც ფულადი საშუალებებისა და მათი ეკვივალენტების გადაადგილება ცალკეულ მუხლებს შორის განიხილება არა როგორც ფულადი საშუალებების მოძრაობა, არამედ როგორც მისი მართვის ხერხი. ამიტომ ასეთი გადაადგილებები არ ჩაითვლება ფულადი საშუალებების შემოდინებისა და გადინების გაანგარიშებებში[СавицкаяГ.В., 2014].

ანგარიშგების ძირითად მაჩვენებელს წარმოადგენს ფულადი საშუალებების ცვლილების შედეგი მიმდინარე საქმიანობიდან ან წმინდა ფულადი საშუალებები მიმდინარე საქმიანობიდან (წფს). აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით მსჯელობენ ფულადი საშუალებების გამომუშავების როგორი უნარი გააჩნია საწარმოს მისი ძირითადი საქმიანობის შედეგად. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ცალკე გამოვყოთ ის ფულადი საშუალებები, რომელიც იქმნება საწარმოებში იმ ფულადი საშუალებებისგან, რომელიც მოზიდულია გარედან კრედიტის სახით, მესაკუთრეთა მიერ დამატებითი შენატანების სახით და სხვ.

საქმე ისაა, რომ საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში ფულადი საშუალებების საერთო ცვლილება შეიძლება იყოს დადებითი, საწარმოს შეიძლება ჰქონდეს ლიკვიდობის კოეფიციენტის დამაკმაყოფილებელი მნიშვნელობა და იმავდროულად წმინდა ფულადი ნაკადების სიდიდე მიმდინარე საქმიანობიდან იყოს უარყოფითი. ეს იმას ნიშნავს, რომ საწარმოს ძირითადი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს ფულადი საშუალებების გადინება, ხოლო მისი მატება პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილია ფინანსური საქმიანობის შედეგად, ე.ი. რესურსების გარედან მოზიდვით, ან ზოგჯერ გრძელვადიანი აქტივების გაყიდვით, ან სხვა საწარმოებისთვის ადრე მიცემული სესხის დაბრუნებით. თუ მოცემული საწარმოსათვის აღნიშნული სიტუაცია განმეორდება რიგი პერიოდის განმავლობაში, მაშინ დადგება მომენტი, როცა ის ვერ შეძლებს თავისი ვალდებულებების დაფარვას, რადგან მისი დაფარვის ძირითადი წყარო უნდა იყოს ფულადი საშუალებების შემოდინება მიმდინარე საქმიანობიდან. ფულადი ნაკადების ანალიზისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ცხრილები (ცხრ.1, 2, 3 და 4).

1 ცხრილის მონაცემების ანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს, შევაფასოთ მიმდინარე საქმიანობიდან მიღებული ფულადი ნაკადებისმოცულობა და მისი სტრუქტურა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპანია, როგორც გასულ, ასევე საანალიზო პერიოდის განმავლობაში, სტაბილურად უზრუნველყოფდა მიმდინარე საქმიანობიდან შემოსულობების გადაჭარბებას გადასახდელებზე. ეს შესაძლებლობას იძლევა, ვიმსჯელოთ ფულადი საშუალებების საკმარისობაზე მიმდინარე ხარჯების განსახორციელებლად, პროცენტებისა და დივიდენდების ასანაზღაურებლად.

ასევე უნდა აღინიშნოს ფულადი ნაკადების სტრუქტურის სტაბილურობაც. მთლიან შემოსულობებში ყველაზე მეტი ხვედრითი წონა (70%-ზე მეტი) უჭირავს შემოსულობებს მყიდველებისგან, რომელიც წარმოადგენს მიმდინარე საქმიანობიდან ფულადი საშუალებების ნაკადების უმთავრეს და სტაბილურ მუხლს. სხვა დანარჩენი შემოსულობების ხვედრითი წონა რამდენადმე გაიზარდა (20,9%-დან 25,4%-მდე).

გადასახდელების სტრუქტურაც საკმაოდ სტაბილურია. დანახარჯების 70%-ზე მეტი შეადგენს ანგარიშსწორებას მომწოდებლებთან, სხვა დანარჩენი ანაზღაურებების ხვედრითი წონა მერყეობს 20%-ის დონეზე.

ცხრილი 1

მიმდინარესაქმიანობიდანფულადინაკადებისსტრუქტურა 

ფულადინაკადები

მიმდინარესაქმიანობა

გასულიპერიოდი

საანალიზოპერიოდი

თანხა, ლარი

%

თანხა, ლარი

%

შემოსულობები

8101772

100

8691121

100

მათ შორის:

 

 

 

 

მყიდველებისგან

6405637

79,1

6483612

74,6

სხვა დანარჩენი

1696135

20,9

2207509

25,4

გადასახდელები

7870966

100

8443056

100

მათ შორის:

 

 

 

 

მომწოდებლებისთვის

5720810

72,7

5997588

71,1

შრომის ანაზღაურებაზე

377033

4,8

397597

4,7

ანგარიშსწორება გადასახადებითა და მოსაკრებლებით

257492

3,3

197799

2,3

სხვა დანარჩენი*

1515631

19,2

1850072

21,9

წმინდა ფულადი საშუალებები (წფს)

230806

248065

საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის ანალიზი გრძელვადიან პერიოდში გვიჩვენებს საშუალებების დაბანდების მოცულობასა და მიმართულებას. გრძელვადიან ინვესტიციებში ძირითად მუხლს წარმოადგენს დაბანდებები ძირითადი საშუალებების ობიექტებსა და არამატერიალურ აქტივებში (გამონაკლისი იყო გასული პერიოდი, როცა საშუალებების 49,1% მიმართული იყო სხვა საწარმოებისთვის სესხების გაცემაზე).

საინვესტიციოსაქმიანობიდანფულადინაკადებისსტრუქტურა

ცხრილი 2

ფულადინაკადები

მიმდინარესაქმიანობა

გასულიპერიოდი

საანალიზოპერიოდი

თანხა, ლარი

%

თანხა, ლარი

%

შემოსულობები

445516

100

299673

100

მათ შორის:

 

 

 

 

ამონაგები გრძელვადიანი აქტივების გაყიდვებიდან

61890

13,9

49190

16,4

მიღებული პროცენტები და დივიდენდები

331

0,1

2811

0,9

შემოსულობები სხვა საწარმოებზე გაცემული სესხების დაფარვიდან

383295

86,0

247672

82,6

გადასახდელები

1053777

100

351336

100

მათ შორის:

 

 

 

 

ძირითადი საშუალებების ობიექტებისა და არამატერიალური აქტივების შეძენა

404532

38,4

288461

82,1

გრძელვადიანი ფინანსური დაბანდებანი (გარდა გაცემული სესხებისა)

131879

12,5

2621

0,7

სესხები გაცემული სხვა საწარმოებისთვის

517366

49,1

60254

17,1

წმინდაფულადისაშუალებები (წფს)

– 608261

– 51663

ინვესტიციების მოცულობა ნაწილობრივ დაფარული იყო დეზინვესტიციით – ზედმეტი გრძელვადიანი აქტივების ობიექტების გაყიდვით და იმ საშუალებების დაბრუნებით, რაც ადრე გაიცა სესხის სახით. რამდენადაც საინვესტიციო საქმიანობიდან ფულადი საშუალებების მოძრაობის საბოლოო შედეგი გახდა მათი გადინება (ანგარიშგების მოცემული განაყოფისთვის ეს ნორმალურია), შეიძლება დავასკვნათ, რომ ასეთი ინვესტიციების განხორციელება შესაძლებელი გახდა მიმდინარე საქმიანობიდან დადებითი შედეგის მიღების საფუძველზე, ასევე საშუალებების დამატებითი მოზიდვით საფინანსო საქმიანობიდან.

ფინანსური საქმიანობიდან ფულადი ნაკადების სტრუქტურა

ცხრილი 3

ფულადინაკადები

მიმდინარესაქმიანობა

გასულიპერიოდი

საანალიზოპერიოდი

თანხა, ლარი

%

თანხა, ლარი

%

შემოსულობები

3880296

100

2628958

100

მათ შორის:

 

 

 

 

აქციებისა და სხვა წილობრივი ქაღალდების ემისიით

164998

6,3

შემოსულობები სხვა საწარმოებისთვის გაცემული სესხებიდან და კრედიტებიდან

3880296

100

2463960

93,7

გადასახდელები

3471611

100

2829498

100

მათ შორის:

 

 

 

 

სესხებისა და კრედიტის დაფარვა (პროცენტის გარეშე)

3469899

99,95

2823883

99,8

ფინანსური იჯარის ვალდებულებების დაფარვა

1712

0,05

5615

0,2

წმინდაფულადისაშუალებები (წფს)

408685

– 200540

მე-3 ცხრილის მონაცემებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ფინანსური საქმიანობიდან ფულადი საშუალებების მოძრაობის ძირითად მუხლს წარმოადგენს კრედიტები და სესხები. საწარმოს უნარს, განახორციელოს ინვესტიციები მიმდინარე საქმიანობიდან ფულადი ნაკადების საფუძველზე, ე.ი. ჰქონდეს თვითდაფინანსების უნარი, ასევე გააჩნდეს სხვა სახეობის დაფინანსების წყაროებზე შესაძლო მოთხოვნა, ადასტურებს მაჩვენებელი, რომელმაც მიიღო თავისუფალი ფულადი ნაკადების სახელწოდება – FCF (free cash flow).

აღნიშნული მაჩვენებელი ტოლია მიმდინარედა საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული შედეგის (ჯამის) აბსოლუტურ თანხაში. მისი გაანგარიშება წარმოდგენილია მე-4 ცხრილში.

როგორც ვხედავთ, ინვესტიციების მოცულობა გასულ პერიოდში მნიშვნელოვნად აჭარბებდა წმინდა ფულადი ნაკადების დადებით სიდიდეს მიმდინარე საქმიანობიდან. ამაზე მეტყველებს თავისუფალი ფულადი საშუალებების (FCF) უარყოფითი მნიშვნელობაც. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ დამატებით მოიზიდა საშუალებები კრედიტისა და სესხების სახით. გასულ პერიოდში ფულადი საშუალებების ჯამობრივი სიდიდის ცვლილებამ შეადგინა + 31230 ლარი.

კომპანიის საქმიანობას საანალიზო პერიოდში გააჩნდა თავისებურებები, კერძოდ, თავისუფალი ფულადი საშუალებების სიდიდემ შეადგინა 196402 ლარი, რაც აღებული სესხებისა და კრედიტის დასაფარავად იქნა გამოყენებული. მთლიანობაში, მიუხედავად საანალიზო პერიოდში ფულადი საშუალებების საერთო შემცირებისა, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ საწარმოს შეუძლია აკონტროლოს და შეინარჩუნოს გადახდისუნარიანობა.

ცხრილი 4

საქმიანობათა სახეობების მიხედვით ფულად საშუალებების მთლიანი ცვლილება 

ფულადინაკადები

წმინდაფულადისაშუალებები

გასულიპერიოდი

საანალიზოპერიოდი

  1. მიმდინარე საქმიანობა

230806

248065

  1. საინვესტიციო საქმიანობა

– 608261

– 51663

  1. თავისუფალი ფულადი საშუალებები (სტრ.1+სტრ.2)

– 377455

196402

  1. ფინანსური საქმიანობა

408685

– 200540

  1. ფულადი საშუალებების მთლიანი ცვლილება პერიოდის განმავლობაში (სტრ.1+სტრ.2+სტრ.4) ან (სტრ.3+სტრ.4)

31230

– 4138

მომავალში, ფულადი საშუალებების ბიუჯეტის მონაცემების საფუძველზე, კომპანია გეგმავს გაზარდოს გრძელვადიანი ინვესტიციების მოცულობა, რომელთა დასაფინანსებლად გამოყენებული იქნება როგორც მიმდინარე საქმიანობიდან წარმოქმნილი ფულადი ნაკადები, ისე გარე ფინანსური წყაროებიც.

ფინანსურმა ანალიზმა უნდა გამოავლინოს დაფინანსების წყაროების მოზიდვის მიმართულებები. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შევაფასოთ, აქვს თუ არა საწარმოს უნარი, მომავალში დაფაროს მოზიდული სესხებითა და კრედიტით წარმოქმნილი ვალდებულებები. ასევე საჭიროა ერთმანეთს შევადაროთ მიმდინარე და ფინანსური საქმიანობის შედეგები იმის  გათვალისწინებით, რომ ვალდებულებათა დაფარვის ძირითად სტაბილურ წყაროს წარმოადგენს საშუალებათა ნაზარდი მიმდინარე (საოპერაციო)საქმიანობიდან.

ფულადი საშუალებების მოძრაობის შესახებ ანგარიშგების ინფორმაციის გამოყენებაშეიძლება  რიგი ანალიზური მაჩვენებლის გასაანგარიშებლად, რომლებიც ახასიათებს საწარმოს  გადახდისუნარიანობას[РобертС. Хиггине., 2008].  მათ შორის შეიძლება გამოვყოთ:

        Kგადახდისუნარიანობა=

(ფს)პდ +შემოდინება(ფს)პგ

(2)

გადინება(ფს)პგ

 სადაც,     (ფს)პდ არის ფულადი საშუალებების სიდიდე პერიოდის დასაწყისში;

(ფს)პგ– ფულადი საშუალებების შემოდინება ან გადინება პერიოდის

განმავლობაში;

Kგადახდისუნარიანობა                                        (3)

ცნობისათვის:   ფულადი საშუალებები პერიოდის დასაწყისისთვის 77606 ლარი.

                                   ფულადი საშუალებები პერიოდის ბოლოსთვის 73 468 ლარი.

გადახდისუნარიანობის კოეფიციენტი შესაძლებლობას გვაძლევს განვსაზღვროთ, შეძლებს თუ არა საწარმო გარკვეული პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს ანაზღაურება ფულადი საშუალებებით შესაბამის ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და ამავე პერიოდში მოსალოდნელი შემოდინებების საფუძველზე. ცხადია, საწარმოს გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია აღნიშნული კოეფიციენტი იყოს არანაკლებ ერთისა.

ფულადი საშუალებების საკმარისობის შესაფასებლად, როგორც ზემოთ  აღვნიშნეთ, გამოიყენება ფულადი საშუალებების  ბრუნვადობის ხანგრძლივობის კოეფიციენტი.  (1) ფორმულით წარმოებული გაანგარიშების თანახმად, საანალიზო  საწარმოში ფულადი საშუალებების  ბრუნვადობის  ხანგრძლივობის კოეფიციენტი შეადგენს 2 [( 77 606 +73 468)/2 * 365/11 623 890]   დღეს, ე.ი. საწარმოს საკუთარი ფულადი სახსრები საკმარისია მხოლოდ 2 დღის ხარჯების  დასაფარად.

        Kბივერის=

წმინდა მოგება + ამორტიზაცია

(4)

გრძელვადიანი და მოკლევადიანი ვალდებულებები

ბივერის კოეფიციენტის [ЕфимоваО. В., МельникМ. В., 2008].გაანგარიშებისას გამოიყენება ვალდებულებების საშუალო სიდიდე. ითვლება, რომ აღნიშნული კოეფიციენტის სარეკომენდაციო მნიშვნელობა უნდა მერყეობდეს ინტერვალში 0,17 – 0,4.

წლის განმავლობაში თუ კოეფიციენტის ფაქტობრივი მნიშვნელობა ინტერვალში მითითებულ მონაცემზე ნაკლები აღმოჩნდება, მაშინ მსჯელობენ გადახდისუნარიანობის დაკარგვის მაღალი რისკის არსებობაზე. თუ კოეფიციენტის მნიშვნელობა ხვდება აღნიშნული ინტერვალის ფარგლებში, მაშინ მიანიშნებენ საშუალო რისკზე, ხოლო თუ მაჩვენებლის მნიშვნელობა აღემატება 0,4–ს, მაშინ თვლიან, რომ არსებობს გადახდისუნარიანობის დაკარგვის დაბალი დონე.

        პროცენტის დაფარვა=

(წფს)მსპროცენტისგადახდამდე

(5)

გადახდილიპროცენტისთანხა

აღნიშნული მაჩვენებელი ავსებს პროცენტის დაფარვის ტრადიციულად გასაანგარიშებელ მაჩვენებელს (მოგება პროცენტისა და გადასახადების გადახდამდე შეფარდებული პროცენტის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ჯამთან) და შესაძლებლობას გვაძლევს შევაფასოთ, თუ რა უნარი გააჩნია საწარმოს აღებული ვალების მომსახურებაზე გასაწევი ხარჯების დასაფარავად.

იმისთვის, რომ შევაფასოთ მიმდინარე საქმიანობიდან მიღებული საშუალებების საკმარისობა, დივიდენდების გადასახდელად იყენებენ შემდეგ მაჩვენებელს:

 

        დივიდენდის დაფარვა=

(წფს)მსდივიდენდებისგადახდამდე

(5)

 

 

გადახდილიდივიდენდებისთანხა

 

 

 

        წმინდაინვესტიციების დაფარვის ხარისხი

 (ნეტო-ინვესტიცია) =

(წფს)მს

,

(წფს)სს

       

 

სადაც (წფს)მს და (წფს)სს – შესაბამისად წმინდა ფულადი საშუალებების სიდიდეა მიმდინარე და საინვესტიციო საქმიანობიდან.

კერძოდ, თუ  აღნიშნული კოეფიციენტის მნიშვნელობა0,1-ის ტოლია, ეს ნიშნავს, რომ განსახორციელებელი ინვესტიციის 10% უზრუნველყოფილია ფულადი საშუალებების ნაკადით მიმდინარე საქმიანობიდან.

დასკვნა

ამრიგად, ფულადი ნაკადების ანგარიშგება მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეაფასოს კომპანიის წმინდა აქტივებში მომხდარი ცვლილებები, მისი ფინანსური სტრუქტურა, კომპანიის უნარი, დროულად მოახდინოს რეაგირება ფულადი საშუალებების რაოდენობრივ მახასიათებლებზე და მათი დეფიციტის შემთხვევაში მოიძიოს დაფინანსების ალტერნატიული წყაროები შეცვლილი პირობებისა და ვითარების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან კომპანიების საქმიანობა, ფულადი სახსრები ძირითადადესაჭიროებათ  იდენტური მიზნებისათვის. კერძოდ, აქტივების შესაძენად, ვალდებულების დასაფარად და მესაკუთრეებთან ანგარიშსწორებისათვის. ფულადი საშუალებების მოძრაობის ანალიზი შესაძლებლობას იძლევა დავადგინოთ:

  • რა მოცულობით და რომელი წყაროებიდან არის მიღებული ფულადი საშუალებები და როგორია მისი გამოყენების ძირითადი მიმართულებები;
  • აქვს თუ არა საწარმოს უნარი, უზრუნველყოს მიმდინარე საქმიანობიდან  შემოსულობების გადაჭარბება გადასახდელებზე;
  • რამდენად საკმარისი საშუალებები გააჩნია საწარმოსსაინვესტიციო საქმიანობის  განსახორციელებლად დადივიდენდების  ასანაზღაურებლად;
  • რამდენად არისსაწარმო დამოკიდებული დაფინანსების გარე წყაროებზე და რამდენად არსებითია მათი როლი საწარმოს ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებაში;
  • რამდენად სტაბილურია თანაფარდობა შემოსულობებისა და გადასახდელების შემადგენლობასა და სტრუქტურაში; როგორია ფინანსური ნაკადების პროგნოზირებისთვის მათ გამოყენების შესაძლებლობა.

ჩატარებული ანალიზის შედეგების საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს  შემდეგი დასკვნები:

  • ფულადი ნაკადების სტრუქტურის ანალიზმა აჩვენა,რომ მთლიან შემოსულობებში ყველაზე მაღალი  ხვედრითი წონით –70%-ზე მეტი,ხასიათდება საოპერაციო საქმიანობის ფულადი ნაკადები, რომელიც გენერირდება  მყიდველებისგან მიღებული ფულადი სახსრებით და  სტაბილურობით ხასიათდება;
  • ფულადი საშუალებების საკმარისობის დონის შეფასებამ გამოავლინდა, რომ  საწარმოს ფულადი საშუალებების  საშუალო ნაშთით შეუძლია ფულად სახსრებზე  მხოლოდ  2 დღის მოთხოვნის  დაკმაყოფილება, რამაც შეიძლება საწარმოს  შეუქმნას გარკვეული სირთულეები;
  • საწარმო სტაბილურად უზრუნველყოფს მიმდინარე საქმიანობიდან შემოსულობების გადაჭარბებას გადასახდელებზე. კერძოდ, საოპერაციო საქმიანობის წმინდა ფულადი  ნაკადები წინა პერიოდთან შედარებით საანალიზო პერიოდში 17 258 ლარით გაიზარდა და 248 065 ლარი შეადგინა, რაც დადებითად ითვლება;
  • ფულადი ნაკადების ოპტიმალური მართვის პირობებში საწარმოს  აქვს  გადახდისუნარიანობის შეინარჩუნების პერსპექტივა, ვინაიდან თავისუფალი ფულადი საშუალებები წინა პერიოდთან შედარებით 573 857 ლარით გაიზარდა და  საანალიზო პერიოდში  196 402 ლარი შეადგინა.

გამოყენებულილიტერატურა

  1. ЕфимоваО. В., МельникМ. В.,Анализфинансовойотчётности. М., 2008.
  2. КовалевВ. В., Корпоративныефинансыиучет. Москва, 2010.
  3. РахимовТ.Р.,финансовийменеджмент.Москва, 2012.
  4. РобертС. Хиггине.,Финансовыйанализ: инструментидляприниятиябизнесрешенный, 8-еиздание, М., 2008.
  5. СавицкаяГ.В., Экономическийанализ, М., 2014.
  6. Jamses C. Van Horne. Fundamentals of Financial Management. 2004.
  7. ИоноваА. Ф., СелезнёваН. Н.,Финансовыйанализ. М., 2008.


*მოიცავს პროცენტების ანაზღაურებას ნასესხებ საშუალებებზე და დივიდენდებს.